Tuesday, April 19, 2011

მილანი


მილანი (იტალ. Milano; მილანურ დიალექტზე: Milán) ჩრდილოეთ იტალიის მთავარი ქალაქია, მდებარეობს ლომბარდიის დაბლობზე და ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და განვითარებული რეგიონია. ქალაქის ფარგლებში 1 308 500 მცხოვრებია (2004), თუმცა მის აგლომერაციაში (La Grande Milano, დიდი მილანი) 4 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მილანის ე.წ. Città Regione (ქალაქი-რეგიონი) 9,4 მილიონზე მეტ მცხოვრებს ითვლის.

მილანის სახელი მრავალი საუკუნის განმავლობაში იწერებოდა როგორც მაილანდი, რომელიც ამჟამადაც ამ ქალაქის გერმანული სახელია. ეს სახელი მომდინარეობს კელტური Mid-lan-იდან (შუა გავაკებაზე) და რომაელთათვის ცნობილი იყო როგორც Mediolanum .

მილანის პროვინცია ლომბარდიის დასავლეთ ნაწილშია და ფარავს 1 981 კვ.კმ-ს საერთო მოსახლეობით 3 838 818 (2004); პროვინცია 188 კომუნისგან შედგება.

ქალაქი განთქმულია მოდის ფირმებითა და მაღაზიებით. აქვეა მსოფლიოში უძველესი სავაჭრო ცენტრი Galleria Vittorio Emanuele პიაცა დუომოზე (ტაძრის მოედანი). მილანი მსოფლიო მოდისა და დიზაინის ერთ-ერთ დედაქალაქთაგანია ნიუ-იორკის, პარიზის, ლონდონისა და ტოკიოს გვერდიგვერდ. ქალაქი ასევე ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს საფინანსო და ბიზნეს ცენტრად ითვლება. მილანი ასევე ცნობილია აქ წარმოებული ავტომანქანებით ალფა-რომეო და აბრეშუმის ქსოვილით.

მილანი დააარსეს ინსუბრებმა ძვ. წ. V საუკუნის ბოლოს ან VI საუკუნის დასაწყისში. ძვ. წ. 196 რომს დამორჩილდა (ლათ. სახელწოდება Mediolanum) და რომის იმპერიის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი გახდა. ლანგობარდების დროს იყო ერთ-ერთი ჰერცოგის რეზიდენცია, 801-იდან მილანის საგრაფოს დედაქალაქი, X საუკუნის დასასრულიდან — საარქიეპისკოპოსოს ცენტრი. XI-XII საუკუნეებში ხელოსნობისა (იარაღის, აბრეშუმის, მაუდის და სხვა წარმოება) და ვაჭრობის ცენტრია. XI საუკუნის II ნახევრიდან მილანი პატარიის ერთ-ერთ კერას წარმოადგენდა, რის შედეგად 1097-1098 განმტკიცდა კომუნა (აღმოცენდა ჯერ კიდევ XI საუკუნის შუა წლებში)ბიბლიოგრაფია:
  1. http://ka.wikipedia.org/wiki/მილანი
  2. http://www.acmilan.ge/2010/11/27/ქალაქი-მილანი-3/ 
 

ვენეცია


ვენეცია (იტ.: Venezia, ვენეც.: Venexia,Venessia), მეტსახელად არხების ქალაქი, იტალიის რეგიონის ვენეტო და ვენეციის პროვინციის დედაქალაქი. მოსახლეობა 2009 წლის 30 აპრილის აღწერით შეადგენდა 270 660 ადამიანს. ქალაქი პადუასთან ერთად პადუა-ვენეციის აგლომერაციას ეკუთვნის, მოსახლეობით 1.600.000.

სახელი მომდინარებს აქ მაცხოვრებელი ანტიკური პერიოის ხალხისგან, რომლებსაც ვენეტები ეწოდბოდათ და ქრისტეშობამდე დაახლოებით X საუკუნეში ცხოვრობდნენ.[1][2] ქალაქი ისტორიულად ვენეციის რესპუბლიკის დედაქალაქი იყო. ხშირად ვენეციას სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებენ: "La Dominante", "Serenissima", "ადრიატიკის ზღვის დედოფალი", "წყლის გალაქი", "ნიღბების ქალაქი", "ხიდების ქალაქი", "მცურავი ქლაქი" და "არხების ქალაქი".[
ვენეცია ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, რომელიც განლაგებულია 119 კუნძულზე, მათ სერავს 160 არხი, 369 ხიდი. ქალაქი გამოყოფილია კონტინენტისაგან სრუტით, რომელზეც გადებულია 4 კმ. სიგრძის ჯებირი მატარებლის გასავლელად.

XII-XVII საუკუნეების უჩვეულო არქიტექტურის ქალაქი თითქოსდა გაქვავებულია ლურჯი არხების თავზე. სადგურის გარდა ვენეციაში არც ერთი თანამედროვე ნაგებობა არ არის, არც მეტრო, არც ავტომობილი, არც ტაქსი. არხებზე დაცურავენ ფანტასტიკური ნავები _ გონდოლები, მათი სიგრძეა 11 მ. ხოლო სიგანე _ 2 მ.-მდეა. იგი სწრაფად დაცურავს წყალზე, მორჩილად და მოხერხებულად ლავირებს სხვა გონდოლებს შორის.

ვენეციის შენობები თითქოს წყლიდან „ამოდიან¨, ტალღები ეშხეფება კიბეებს. შენობიდან გამოსული პირდაპირ გონდოლაში ხვდებით.

45 კმ-იანი გრანდეს არხის ბოლოს განთქმული _ წმინდა მარკოსის მოედანი მდებარეობს, სადაც ერთ დროს იყო სიკვდილით დასასჯელი ადგილი.

თითქმის ყველა სახლში სამხატვრო გალერეაა, კედლები ცნობილი მხატვრების მიერაა მოხატული.

ვენეცია განუმეორებელი ქალაქია, რომელიც უკვე 400 წელია მყარად და ნირშეუცვლელად დგას… მაგრამ დრო და წყალი არღვევს მათ მოჩვენებით სიმტკიცეს. იგი ნელ-ნელა იძირება წყალში, ყოველ წელიწადს მეოთხედი სანტიმეტრით.
ბიბლიოგრაფია:
  1. http://ka.wikipedia.org/wiki/ვენეცია
  2. http://ucnauri.com/2009/განუმეორებელი-ვენეცია

ფლორენცია


ფლორენცია (იტალიურად: Firenze; ძველ იტალიურად: Fiorenza, ლათინურად: Florentia) - იტალიის რეგიონის ტოსკანის და ფლორენციის პროვინციის დედაქალაქი. ის არის ტოსკანის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი. 367,569 მცხოვრებით (1,500,000 შემოგარენის ჩათვლით).

ქალაქი მდებარეობს მდინარე არნოს გასწვრივ, მდიდარია თავისი ისტორიით. უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო შუა საუკუნეებში და რენესანსის ეპოქაში, განსაკუთრებით მისი არქიტექტურით და ხელოვნებით. შუა საუკუნეების ვაჭრობის და ფინანსური ცენტრი იყო. ფლორენცია ხშირად მოიაზრება იტალიური რენესანსის აკვნად. მას შუა საუკუნეების ათენსაც კი უწოდებდნენ. მედიჩების მმართველობის პერიოდში, ხანგრძლივად დე-ფაქტო დამოუკიდებლობაც ქონდა. 1865 დან 1870 მდე კი იტალიის სამეფოს დედაქალაქსაც წარმოადგენდა.

ქალაქი მილიონობით ტურისტს იზიდავს და 1982 წელს გამოცხადდა მსოფლის კულტურულ მემკვიდრეობად. ფლორენცია ცნობილია როგორც მსოფლიოს ერთ - ერთი ულამაზესი ქალაქი. მან გავლენა იქონია მსოფლიოზე კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით. ფლორენცია არის საუკეთსოდ შენახული რენესანსული ქალაქი მსოფლიოში და ბევრი მას იტალიის კულტურულ დედაქალაქად მიიჩნევს. ის ასევე მრავალი ისტორიული პიროვნების სამშობლოც იყო. მაგალითად: დანტე, ბოკაჩო, ბოტიჩელი, ნიკოლო მაკიაველი, მიქელანჯელო, დონატელო, გალილეო გალილეი, ეკატერინე მედიჩი, რობერტო კავალი და ა. შ.
  • ადგილები, რომლებიც უნდა მოინახულო:
  1. Santa Maria del Fiore-ის კათედრალი.
  2. The Baptistery
  3. Campanile - Bell Tower
  4. Ponte Vecchio
  5. Galleria degli Uffizi
  6. Boboli Garden and Pitti-ს სასახლე.
ბიბლიოგრაფია:
  • http://en.wikipedia.org/wiki/Florence
  • http://www.aboutflorence.com/
  • http://goitaly.about.com/od/florenceitaly/tp/florence.htm